,,მთაწმინდის მთვარის" სწავლებისთვის
,, მთაწმინდის მთვარის" სწავლებისთვის
,, მთაწმინდის მთვარის “ სწავლებისთვის
გალაკტიონ ტაბიძის ლექსის ,,მთაწმინდის მთვარის“ სწავლებისას პარალელს ვავლებთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსთან ,,შემოღამება მთაწმინდაზედ“
და აკაკი წერეთელის ,,განთიადთან“.
სამივე ნაწარმოებში სიმბოლური დატვირთვა
მოდის მთაწმინდაზე . ეს გამორჩეული ადგილი
, მისი გარემო შემოქმედებით იმპულსებს აძლებს სამივე პოეტს.
,,მგოსანი გრძნობა მორევით თავს ავლებს არემარესა“- აცხადებს აკაკი წერეთელი
და გრძნობებით უკავშირდება მთაწნინდას, მის შემოგარენს , ცასა და მიწას და ამ მიწაზე დასაფლავების სურვილით ივსება .
,,ვინ მოგიხილოს რომე მყისვე თვისთა ფიქრთ
შვება არა იპოვოს და
არ დახსნას გულსა ვაება“-
-ისმის
ნიკოლოზ ბარათშვილის , ობოლი პოეტის, სევდიანი
ხმა. იგი მთაწმინ- დაზე მისულა სულის გასათბობად
, დასაამებლად. მას დიდი სამყაროს ხილვა სწადია, მაგრამ მისი ფიქრები , ოცნებები ,, ზენაარ სამყაროს“ ვერ სწვდებიან. გალაკტიონს კი აკაკისა და ბარათაშვილის საფლავები, მთაწმინდის
მთვარე, ცისფერი ლანდები თვითგამოხატვისკენ უბიძგებენ. პოეზიის ქნარი პოეტს
თვითრეალიზების ძალას აძლევს, მაგრამ სანაცვლოდ პოეტი მარტოობისთვის განემზადება, პოეზია სიცოცხლეს ითხოვს საფასურად.
პოეტი მზად არის მოკვდეს მარტოობაში,
ოღონდ გამოიხატოს , დაიხარჯოს, შემოქმედებით
სრულყოფას მიაღწიოს.
აკაკისა და ბარათაშვილის ზემოთ ხსენებულ
ლექსებში გრძნობამორეულ და სევდით აღსავსე ლირიკულ გმირებს ვჭვრეტთ. გალაკტიონის
,, მთაწმინდის მთვარეში“ სიკვდილთან მებრძოლ ზღვასავით ბობოქარ სულს შევიგრძნობთ.
სამივე ნაწარმოები უფრო გეოგრაფიული არეალით
, საერთო რაკურსით ემსგავსება ერთმანეთს ვიდრე
შინაგანი არსით.
ლექსი ,,მთაწმინდის მთვარე“ გალაკტიონ ტაბიძის პოეტური
კონცეფციაა, მისი თვითგამოხატვა , ოცნება და
შესაძლებლობების რეალიზებაა , მისი სულის სწრაფვაა, პოეტი ამ სწრაფვას,
ზე ასვლას, თავის სამყაროში , გალაკტიკაში,
ციდან ცამდე ქროლვას, იქ დამკვიდრებას
სწირავს თავის სიცოცხლეს . დიდი ქროლვისთვის
ღირს ეს მსხვერპლი.
ამ
სწრაფვით გალაკტიონის ლექსი ,,მთაწმინდის მთვარე “ უფრო უახლოვდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს ,,მერანს“
. გალაკტიონი ,,მერნის“ ლირიკული გმირის თანაზიარია. ეს ორი ლექსი მქროლავი , მარადიულ
მოძრაობაში მყოფი სულების ნათესაობაა.
ნ.ბარათაშვილის ,,მერნის” ლირიკული გმირის
თავგანწირულ სწრაფვას მიზნისკენ, გადალახოს
ბედის სამძღვარი , ეწირება
,, ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში,
ჩემთა წინაპართ საფლავებ შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა , ნუღარ
დამეცეს ცრემლი მწუხარის,
................................................................................................................................
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარასა ოხერსა
დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ
სვავნი მყივარნი ! “ :
გმირი მარტოობისთვის არის განწირული, ის მზად
არის ამ სასჯელისთვის, ოღონდ მიზანს მიაღწიოს, გალაკტიონიც მზადაა მარტოობისთვის, ოღონდ
თქვას სათქმელი, რომელიც მთელ სამყაროს (საინტერესოა გალაკტიონის გალაქტიკა ) მოიცავს
.
,,მერანი “ ნ. ბარათაშვილის შემოქმედებითი პროგრამაა, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების არსია - ბრძოლა ბედისწერასთან. ეს მისი
სულის გამოხატულებაა, პოეზიის დანიშნულებაა, მიზანია . პოეზიას შეუძლია აღმაფრენა , ცხოვრებასთან ბრძოლა და გამარჯვება. ბარათაშვილის
მერანი მიქრის, მისი სრბოლა მარადიულია.
,,
მირბის , მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,..
გასწი
, მერანო , შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი
...“
გალაკტიონის ქნარიც მარადიულია. საუკუნეებს გაჰყურებს .
,, ... რომ გაჰყვება
საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი ... “
-აცხადებს გალაკტიონი, მას შეუძლია ასე შეუდარებლად
სიმღერით სიკვდილი, ეს მისი სულის სიმფონიაა . ის თავის შემოქმედებით გზაზე ვარდისფერ
სიკვდილს უახლოვდება და უკვდავებაში გადადის .
მიქრის ბარათაშვილის მერანი . ამ გზაზე
შეიძლება მას შავი სიკვდილი ელოდება ( შავი ყორნის მიერ გათვალული გზა) , მაგრამ ამ
გზაზე გადის ახალი სიცოცხლის , ბედისწერის
სამძღვარი...მას ვერ აშინებს შავი სიკვდილი :
,, დაე,
მივკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი !
ვერ შემაშინოს მისმა
ბასრმა მოსისხლე მტერი!..“
ეს არის გზა დაუოკარი სწრაფვით გაჯერებული.
ორივე მოძრაობაშია. მერანი მიქრის და მკითხველის
თვალსაწიერი ცას მიემართება , ხედავს შორს მიმქროლავ მერანს, მას გაჩერება არ შეუძლია, სხვანაირად ბედის სამძღვარს ვერ გადალახავს
. გალაკტიონიც ციდან ცამდე (მეცხრე ცამდე) გვაქროლებს ( ცხრა სიმღერა აქვს სათქმელი),
არ ჩერდება, აღმავალი გრადაციით პოეტი თავის გალატიკაში მიგვაქროლებს, საუკუნეებისკენ
გადაგვახედებს- მისი მიზანი შემოქმედებითი
უკვდავებაა.
ორივე სიკვდილს თვალებში უყურებს და უშიშარია,
ბარათაშვილის სიკვდილი შავია, გალაკტიონისა- ვარდისფერი. ორივეს სწრაფვა მიზნისკენ
ზღაპრულია, სიკვდილის წინაშე ორივე უკვდავია.
ორივე მზადაა მარტოობისთვის.
ლურჯი
იალქნები და მერანი პოეზიის სიმბოლური გამოხატულებაა , რითაც ორივე ლირიკული გმირი
თვითრეალიზებას აკეთებს.
ორივე ბრძოლაში მამაცია , შეუდარებლად მამაცი.
ორივე ამაყია, ორივე თვითდაჯერებული :
,, რომ გაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი“-გალაკტიონი
,
რომ
,, ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება
და გზა უვალი
შენგან თელილი, მერანო ჩემო , მაინც დარჩება .“
ცხოვრების არსი მოძრაობაშია, ბედთან ჭიდილში
და უმამაცესი ამ ბრძოლაში პოეტია. პოეზიის მადლს ზიარებული ადამიანი ბედთან შეურიგებელი
ბრძოლით უკვდავებას ეზიარება.
ბარათაშვილი ბედისწერასთან მორკინალი იაკობია, გალაკტიონი
სიკვდილის საუფლოში ( დიდებული აჩრდილების გვერდით) აბობოქრებული სულია სიკვდი- ლის
დამმარცხებელი. მხოლოდ პოეტს შეუძლია სიმღერით ასე სიკვდილი. სულის- უკანასკნელი ამოქშენა
სიმღერაა :
,, და
მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად...“
,, რომ მეფე
ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები ,
რომ გაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...“
და ამით სიკვდილი მარცხდება - სული უკვდავებას ეზიარება.
გზა ნაპოვნია-მერანი მიქრის...ამ გზაზე სიკვდილიც
გამარჯვებაა..ეს უკვდავების დასაწყისია
,,
და გზა უვალი შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება.
გალაკტიონ
ტაბიძის ,,მთაწმინდის მთვარის “
სწავლებისას პარალელს სწორედ ნიკოლოზ
ბარათაშვილის ,,მერანთან “ ვავლებ , რადგან
სწორედ ამ ორ ნაწარმოებს ბევრი აქვს საერთო
. გალაკტიონის წერილი იძლევა პირველ
მიზეზს ბარათაშვი- ლის შემოქმედებასთან დასაკავშირებლად . ელექტრონული
რესურსის საშუალებით მოსწავლეებს ვთავაზობ ერთმანეთის პარალელურად
ორივე ნაწარმოებიდან
ამონარიდებს , რომლებიც აზრობრივად , ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეთს , გამოიკვეთება ლექსის მთავარი
სათქმელი , ლირიკული გმირების ქმედების მოტივები ,მიზნები , მიზნის მიღწევის გზები
. ვიყენებ დიაგრამა დონს (იხილეთ დიაგრამა დონი-მაღალი სააზროვნო უნარები ) , რომელიც იძლევა საშუალებას ლექსების ცალცალკე გაანალიზების
და მზგავსების გამოკვეთის.
Comments
Post a Comment