ეკოლოგიური განათლება


                                      ეკოლოგიური განათლება
  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებითეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებსრომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზე-ბისთვის და სათანადო ადგილის დასამკვიდრებლად.

      ეროვნული სასწავლო გეგმა გამჭოლ კომპეტენციებში ეკოლოგიურ განათლებას ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს , იქ ვკითხულობთ :  ,,  ეკოლოგიური წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც შესაძლებელს ხდის დედამიწის, როგორც საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებას; გარემოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრებას. ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარებას და მათ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში; ეკოლოგიური სისტემების მოწყობისა და მათში მოქმედი კანონზომიერებების ცოდნას.  ვიტყოდი , მასთან მჭიდრო  კავშირშია მეორე კომპეტენცია : ჯანსაღი ცხოვრების წესი   ეს ,,  არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის მნიშვნელობის გაცნობიერებას; შესაძლებელს ხდის ზრუნვას საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობაზე; იძლევა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების გააზრების საშუალებას ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში. “ ,ჯანსაღი ცხოვრება შეუძლებელია , ჯანსაღი გარემოს გარეშე , ამიტომაც მასზე ზრუნვა  თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, ამის გაცნობიერება კი მოზარში  ყველა სხვა სხვა კომპეტენციების განვითარებასთან ერთად უნდა ხდებოდეს . საყურადრებოა , რომ ის აქტივობები , რომლითაც ეკოლოგიური ცნობიერება უნდა განვითარდეს  მნიშვნელოვნად ხელს უჭყობს სხვა კომპეტენციების განვითარებას ( მაგ. შემოქმედებითი , ციფრული, წიგნიერება )
  ეკოლოგიური ცნობიერების განვითარების გარეშე, ამ დარგში ცოდნის გარეშე , ჩვენ ვერ აღვზრდით გარემოს დამცველ თაობას
            პრიორიტეტული  გამჭოლი კომპეტენციები მოიცავს იმ ძირითად ცოდნასა და უნარებსრომელთა გამომუშავება და განვითარება ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლებას სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად. კოლოგიური წიგნიერების  დაბალი  დონე  ერთერთი უმთავრესი პრობლემაა საზოგადოებისთვის,სკოლისთვის.დღეს    მსოფლიოს ყურადღება გარემოს დაცვისკენაა მიპყრობილიარაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს დღეს ბუნების გადასარჩენადმაგრამ რას აკეთებს თითო-
ეული ჩვენგანი?21  საუკუნეში ტექნოლოგიური და სამრეწველო განვითარების სწრაფი ტემპი გარემოზე ადამიანის ზემოქმედებას ზრდისეს იწვევს ატმოსფეროსწყლისა და ნიადაგის დაბინძურებასსაფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებასზრდის ბუნებრივი კატასტროფების რისკსდღეს მსოფლიო მასშტაბით მეტი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვასალტერნატიული ენერგოწყაროების მოძიებასნარჩენების შემცირებას და გადამუშავებას.
განათლება მთავარი იარაღია ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის.
მოსწავლემ უნდა შეითვისოს ცოდნა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასება, საგანგებო ვითარებებში მოქმედება.                
                                მოსწავლეთა , როგორც ახალი საზოგადოების, გარემოსდაცვი  ცნობიერების ამაღლება  აქტუალური საკითხია  .
                     მასწავლებლებმა    საგანმანათლებლო სტრატეგიებში  უნდა  ჩართონ მდგრადი განვითარების საკითხები და დასახონ გზები მათ მისაღწევად. სწორედ განათლება მდგრადი განვითარებისთვის გვაძლევს საშუალებას, განვავითაროთ ცოდნა, ფასეულობები და უნარები, რათა შევძლოთ გადაწყვეტილებების მიღება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთად, ლოკალურ და გლობალურ დონეებზე, რათა განვამტკიცოთ ცხოვრების ხარისხი დღეს ისე, რომ საფრთხე არ შევუქმნათ ქვეყნების (მოსახლეობის) მომავალს. განათლება მდგრადი განვითარებისთვის უკავშირდება არაერთი დისციპლინის შინაარსს და მოითხოვს ისეთი საკვანძო უნარ-ჩვევების განვითარებას.   
 
    ყველა ადამიანს სიამოვნებს სუფთა გარემოში ყოფნა, სეირნობა და ჯანსღი ჰაერის სუნთქვა, მაგრამ საკმარისად მაინც არ ვუფრთხილდებით გარემოს, რატომ? ალბათ, ამის შეგნება არ გვაქვს მაღალ დონეზე, ჩვენი ეკოლოგიური ცნობიერება არასაკმარისადაა განვითარებული. და მაინც - საიდან იწყება ადამიანის ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბება თუ არა სკოლიდან? სკოლა ეს არის ყველაზე დიდი ბერკეტი მომავალი პიროვნების სწორად ფორმირებისათვის, სკოლა მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საწინდარს წარმოადგენს, რომლებიც მათ მომავალ განვითარებას უზრუნველყოფს, სკოლამ უნდა შეუქმნას მოსწავლეებს იმის საფუძველი, რომ მათ მომავალი ცხოვრების გზაზე თავიანთი ყოველი ქმედებით არა ზიანი, არამედ სარგებელი მოუტანონ საცხოვრებელ გარემოს. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სასკოლო აქტივობების დაგეგმვა ნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისათვის.
            მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერებისა და გარემოსდაცვითი უნარ- ჩვევების აღზრდის  მიზნით სკოლაში ცამოვაყალიბე ეკოლკლუბი  ,,ხემხვაიე „ . მის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საგნის მასწავლებელები, მოსწავლეები , პარტნიორი ორგანიზაციები , სოფლის მოსახლეობა.ეკოკლუბმა მრავალი გარემოსდაცვითი ღონისძიება განახორციელა , როგორიცაა ტრენინგები , სემინარები , სხვადასხვა აქცია : , ნუ მოჭრი ნაძვებს ,, დაასუფავე შები გარემო",  ,, არა პლასმასის ბოთლებს ", ,, ნუ მაქცევ მაწანწალად " . მიშვნელოვანოა  სასწავლო ვიზიტები, მოსწავლეებმა იმოგზაურეს ლუგელას ხეობაში , სქურის ხეობაში აჭარის რეგიონში, გაიარეს ნიკო კეცხოველის მიერ განვლილი რამდენიმე გზა. მოსწავლეები აფიქსირებდნენ გარემოს პრობლემებს, აკვირდებოდნენ გარემოს მცენარეულ საფარს, ეკოლოგიურ პრობლემებს . მოსწავლეები ატარებენ კვლევებს , მონიტორინგს. ყოველივე ეს ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას.

  გამოყენებული ლიტერატურა
1. ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბება
4.მასწავლებლის წიგნი-მანან რატიანი, მანან სეხნიაშვილი,მაია ბლიაძე, ცირა ბარბაქაძე, ნატალია ინგოროყვა, თამარ მოსიაშვილი



Comments

Popular posts from this blog

,,მთაწმინდის მთვარის" სწავლებისთვის

ელექტრონული რესურსები